"კლასიკომ" შესაძლოა მესის გარეშე ჩაიაროს

26-09-2019, 23:34

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა.

ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელი მინდორზე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ მესიმ "ელ კლასიკოშიც" ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად, როდესაც მესიმ "რეალთან" ვერ ითამაშა, კატალონიურმა გრანდმა 5:1 იმარჯვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით