დიეგო კოშტა "ატლეტიკოს" ტოვებს !

27-09-2019, 01:25

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, გუნდის დატოვებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოფილ კლუბში დაბრუნების შემდეგ, კოშტამ ჩვეული ფორმა ვერ აღიდგინა და ძირითადის ადგილიც დაკარგა.

ცნობების მიხედვით, 30 წლის შემტევი "როხი ბლანკოს", მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა გასული 2 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით