კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ახალწვეული და ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, მის ტრანსფერზე საუბრობს:
"კარგად ვიცოდი, რომ თუ "ბარსელონაში" გადასვლის საქმე ჩაიშლებოდა, მაშინ "მანჩესტერ სიტის" შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, რადგანაც პეპ გვარდიოლასთან მუშაობა ყოველთვის მსურდა."
"რა თქმა უნდა იყო "პსჟ-ს" ვარიანტიც, თუმცა ზემოთ ხსენებული გუნდები, ჩემი სიის სათავეში იმყოფებოდნენ."
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად დე იონგი "ბლაუგრანას" რიგებში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
-
|
-
|