კარლეს პუიოლმა "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარი თქვა !

27-09-2019, 01:38

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა, კარლეს პუიოლმა, ყოფილ კლუბში დაბრუნებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდის კაპიტანს პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, გუნდის ხელმძღვანელობაში ადგილს, კერძოდ კი სპორტული დირექტორის პოზიციას სთავაზობდა.

ცნობების მიხედვით, კარლესის გადაწყვეტილება ყველაზე მეტად, ამჟამინდელი დირექტორთა საბჭოს მიმართ ცუდმა განწყობამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლო დროს, პუიოლის აგენტობაზეც დაიწყებს საუბარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით