ანსუ ფატი "ბარსელონას" 5 მატჩით აღარ გამოაკლდება ?!

27-09-2019, 01:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" გვინეა-ბისაუელ თავდამსხმელს, ანსუ ფატის შესაძლოა მისი გუნდის დროებით დატოვება აღარ მოუწიოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატში საასპარეზოდ გამოიძახეს, ზედმეტად ნიჭიერად შეაფასეს.

ცნობების მიხედვით, ახლა ფედერაციაში ფატის 21 წლამდელთა შემადგენლობაში აღზევებაზე ფიქრობენ, რის შემთხვევაშიც ის "ბლაუგრანას", მხოლოდ ოფიციალური სანაკრებო შესვენებისას გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ ესპანეთის ჩემპიონატში უკვე მოახერხა 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით