სტივენ ჯერარდი: "იურგენ კლოპის კომენტარი ? ეს ჩემთვის დიდი პატივია"

27-09-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი, სტივენ ჯერარდი, გუნდის გერმანელი თავკაცის, იურგენ კლოპის კომენტარს პასუხობს:

"იურგენმა თქვა, რომ მისი შემცვლელების სიაში პირველი ადგილი მე მიკავია ? ეს რა თქმა უნდა დიდი პატივია, თუმცა უნდა ვაღიარო, მსგავსს განცხადებას ნამდვილად არ მოველოდი."

"მიუხედავად ამისა, ამჟამად მხოლოდ ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, ამიტომაც უმნიშვნელო სპეკულაციით კონცენტრირების დაკარგვა ნამდვილად არ მსურს."

შეგახსენებთ, რომ ჯერარდი ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით