ბლიც ინტერვიუ ედენ აზართან

27-09-2019, 01:48

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ მარდრიდის "რეალის" ახალწვეულ ედენ აზართან ჩაწერილი ბლიც ინტერვიუ გამოაქვყნა.

- აღწერეთ დერბი მხოლოდ ერთი სიტყვით.
- სიგიჟე

- რომ შეგეძლოს, რომელ ხელოვანს გააცოცხლებდი?
- ჯონი ჰალიდეის, თუმცა არამგონია მასზე იცოდეთ. ის მომღერალია.

- შენზე გადაღებულ ავტობიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად ვის ისურვებდი?
- ალბათ ბრედ პიტს, ზუსტად არ ვიცი.

- დროის მანქანა რომ გქონდეთ, სად იმოგზაურებდით?
- წინ, მომავალში.

- ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლი.
- ზიდანის მიერ გატანილი გოლი 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში

- უცხოპლანეტელების არსებობის გჯერა?
- არა

- იცოცხლებდი სამუდამოდ?
- რატომაც არა?

- რომელი ცხოველი იქნებოდი სხვა ცხოვრებაში?
- ლომი

- რომელია შენი საყვარელი ხილი?
- მანგო

- მექსიკური თუ იაპონური სამზარეულო?
- იაპონური

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით