იგუაინი: "ეს იმაზე რთული იყო ვიდრე ჩანდა"

27-09-2019, 02:02

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა გონსალო იგუაინმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას  2014 წლის მუნდიალის ფინალში გაფუჭებული მომენტი გაიხსენა.

"საგოლე მომენტი მოულოდნელად გაჩნდა და ის გავაკეთე, რაც პირველი მომივიდა თავში. საჯარიმოსთან ვიყავი და უცებ გავაანალიზე, რომ გოლის გატანა შემეძლო, თუმცა ეს იმაზე რთული იყო, ვიდრე ჩანდა".

"როდის დავასრულებ კარიერას? - ვფიქრობ, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში დარჩენა რთულია. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა, რომ საფეხბურთო სკოლა გავხსნა და ბავშვებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო",- განაცხადა გონსალომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ზაზა ფაჩულიასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის თბილი შეხვედრა და ზაზას განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით