ვალვერდე: "მესის გარეშე თამაშს უნდა შევეგუოთ და წინ გავიხედოთ"

27-09-2019, 20:33

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწრთვნელმა ერნესტო ვალვერდემ მედიის წარმომადგენლებთან ლეო მესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

" - როგორია მესის ჯანმრთელობის მდგომარეობა? არ ვიცი, არც ის ვიცი, რამდენი ხანი ვერ დაგვეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება. ეს არ არის სერიოზული ტრავმა, მცირე დაზიანებაა. ვნახოთ როგორ ივარჯიშებს დღეს და რა მოხდება შემდეგ კვირაში".

"რა თქმა უნდა მესი ჩვენთვის გადამწყვეტი მოთამაშეა და მასთან ერთად დიდი ძალა გვაქვს. მისი არყოფნა არის პრობლემა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და წინ გავიხედოთ", - განაცხადა ვალვერდემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით