კლოპი: "ის ჩვენი საუკეთესო შენაძენია"

27-09-2019, 20:51

"ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გუნდის მცველი შეაფასა.

"ჟოელი ყოველთვის დიდებული მოთამაშე იყო. 18 წლისა ის უკვე ბუნდესლიგაში თამაშობდა, "შალკეში". ბუნდესლიგა კი ძალიან ძლიერი ტურნირია".

"მართალია თავიდან სტაბილურობა აკლდა, მაგრამ გაიზარდა და ჩინებული მცველი გახდა. საფეხბურთო სამყაროში, სადაც სატრანსფერო ფასები ასტრონომიული გახდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ასეთი დონის ფეხბურთელის დამატება მართლაც ბედნიერებაა", - განაცხადა კლოპმა.

მატიპი "ლივერპულის" მაისურით 2016 წლიდან აპარეზობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით