კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მედიის წარმომადგენლებთან კატალონიური კლუბის ახალწვეულის, 16 წლის ანსუ ფატის შესახებ ისაუბრა.
"ძალიან მომწონს ფატი. ვცდილობ დავეხმარო და მხარში დავუდგე. არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს".
"ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ნელ-ნელა შეაჩვევენ ძირითად შემადგენლობას. როგორც თავის დროზე მე მომექცნენ. არ არის საჭირო მისი დიდი წნეხის ქვეშ მოქცევა", - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ფატიმ უკვე ორი გოლი გაიტანა პრიმერაში და "დორტმუნდის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაშიც ჰქონდა დებიუტი.
-
|
-
|