კულიბალის დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

27-09-2019, 23:04

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "ნაპოლის" ცენტრალური მცველი, კალიდუ კულიბალი ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სენეგალელი სერია ა-ს ბოლო ტურში მსაჯმა მოედნიდან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა და აღნიშნული ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა.

კალიდუ კულიბალი გუნდს "ბრეშასთან" და "ტორინოსთან" ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის 5 ტურში "ნაპოლიმ" 9 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით