"ბაიერნი" სანეს დამატებას კვლავ ეცდება

27-09-2019, 22:50

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტის" გერმანელი შემტევის შეძენით კვლავ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, გერმანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ ერთხელ ეცდებიან "ქალაქელთა" რიგებიდან ლეროი სანე დაიმატონ 

ბოლო ინფორმაციით კლუბები მოლაპარკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "სიტის" მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 14 გატანილი გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლეროი სანეს სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ფუნტია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით