ჟოაო ფელიქსმა "მანჩესტერ სიტიში" თამაშზე უარი თქვა !

28-09-2019, 01:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, ჟოაო ფელიქსმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ სიტიში" თამაშზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ნახევარმცველს პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობის პერსპექტივა მოსწონდა, თუმცა სურდა იმ გუნდში გადასულიყო, სადაც ლიდერის როლს, პირველივე სეზონში მოირგებდა.

ცნობების მიხედვით, ლისაბონის "ბენფიკა" და ინგლისური გრანდი ერთი პერიოდის განმავლობაში, მოთამაშის ტრანსფერზე შეთანხმებულებიც კი იყვნენ, მანამ სანამ თავად ფელიქსი იუარებდა პრემიერ ლიგაში თამაშს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შუახაზელის სანაცვლოდ "როხი ბლანკომ", 120 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით