გრანიტ ჯაკა "არსენალის" კაპიტნად აირჩიეს !

28-09-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელებმა გუნდის კაპიტანი აირჩიეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამიერიდან უკვე ოფიციალურად, ინგლისური გრანდის კაპიტნის სამკლაურს, შვეიცარელი ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა მოირგებს.

ცნობების მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებაში ძირითადი გუნდის თითოეულმა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შუახაზელმა ბოლო დროს მისი ცუდი პერფორმანსებით, გულშემატკივრების უკმაყოფილება დაიმსახურა და ზოგიერთმა მისი გასხვისებაც კი მოითხოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით