პეპ გვარდიოლა: "ბერნარდო სილვას ინციდენტი ? სოციალურ მედიას თვალყურს არ ვადევნებ"

28-09-2019, 12:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას რასიზმის ინციდენტზე საუბრობს:

"ამის შესახებ პირველად ახლა გავიგე, რადგან როგორი მომაბეზრებელი არ უნდა იყოს, სოციალურ მედიას თვალყურს არ ვადევნებ. მიუხედავად ამისა, არ მესმის მეგობრებს შორის საჯაროდ ხუმრობამ ასეთი აჟიოტაჟი რატომ გამოიწვია."

"ვფიქრობ ჩემს შემადგენლობაში რასისტი ფეხბურთელები არ ირიცხებიან, ამიტომაც იმედი მაქვს ეს ყველაფერი მალე გაირკვევა."

შეგახსენებთ, რომ სილვამ "Twitter-ზე" ბენჟამინ მენდის ბავშვობის ფოტოს მულტფილმის შავკანიან გმირთან შედარების გამო, შესაძლოა დისკვალიფიკაციაც კი მიიღოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით