იურგენ კლოპი: "თუ ალისონის რეაბილიტაციის პროცესი ასე გაგრძელდება, მაშინ ის გუნდს ძალიან მალე დაუბრუნდება."

28-09-2019, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, კლუბის ბრაზილიელ გოლკიპერზე, ალისონ ბეკერზე საუბრობს:

"რამდენიმე დღის წინ ალისონმა ინდივიდუალური სავარჯიშო სესია ჩაატარა და ვფიქრობ თუ მისი რეაბილიტაციის პროცესი ასე გაგრძელდება, მაშინ ის გუნდს ძალიან მალე დაუბრუნდება."

"ჩემი ვარაუდით, ბრაზილიელი მეკარე მოედანზე გამოსვლას 7-10 დღეში შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა დაზიანება, პრემიერ ლიგის პირველ ტურში, "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით