ბუფონმა მალდინის რეკორდი მოხსნა

28-09-2019, 21:34

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, საკლუბო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, თანამემამულე პაოლო მალდინის მიღწევა გააუმჯობესა.

ბუფონმა "სპალთან" კარიერაში 903-ე თამაში ჩაატარა და მალდინის გადაასწრო, რომელმაც 1985-2009 წლებში "მილანის" რიგებში 902-ჯერ ითამაშა.

იტალიელ ფეხბურთელებს შორის ბუფონის შედეგი საუკეთესოა. მან "იუვენტუსის" მაისურით 658-ჯერ იასპარეზა, "პარმას" რიგებში 220-ჯერ, ხოლო "პარი სენ-ჟერმენის" კარი 25-ჯერ დაიცვა.

ზოგადად კარიერას რაც შეეხება, ბუფონი 1000-მატჩიან ზღავრს ჯერ კიდევ 2017 წელს გადასცდა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით