კლოპი: "ის საუკეთესოა მათ შორის ვის წინააღმდეგაც მითამაშია"

28-09-2019, 18:08

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპიმ თავის კოლეგებს მაურისიო პოჩეტინოსა და პეპ გვარდიოლას შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მანჩესტერული კლუბების თავკაცებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოჩეტინომ გასულ სეზონში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია. ხსირად, როდესაც ტიტულებს ვერ მოიგებ, ხალხს აღარ ახსოვხარ, მაგრამ ის მართლაც შთამბეჭდავი იყო. მაურისიომ გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა და შეინარჩუნა".

"გვარდიოლა... რისი თქმა შემიძლია? მან ბევრი ტიტული მოიგო, შეხედეთ როგორ თამაშობენ მისი გუნდები. პეპი გამონაკლისია. გულწრფელად საუკეთესო მწვრთნელია, რომლის წინააღმდეგ მითამაშია", - თქვა კლოპმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით