სიმეონე: "ვიცით "რეალს" პრობლემები როგორ შევუქმნათ"

28-09-2019, 21:48

"ატლეტიკოს" მთავარმა მწრთვნელმა "რეალთან" გასამართი მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"რეალმა" თავისი თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მიუხედავად შემადგენლობაში ცვლილებებისა "სევილიასთან" იგივე ხარისხი აჩვენა, რაც "ოსასუნასთან" და ვფიქრობ, ასევე ითამაშებენ ჩვენს წინააღმდეგაც".

"რეალს" ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ სივრცეების გამოყენება. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია".

"ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია, აზარს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. ძალიან კარგი გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რათა მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ", - თქვა სიმეონემ.

მადრიდული დერბი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით