გვარდიოლა: "სიტი" კრიზისშია"

28-09-2019, 19:52

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწრთვნელმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან დაცვაში არსებულ სიტუაციაზე და ზამთრის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

"ფინანსები ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ზამთარში ფეხბურთელებს არ ვიყიდით. მსუყე ტრანსფერებისთვის ფული ზაფხულშიც არ გვქონდა და არც ზამთარში გვექნება".

"მომავალშიც საკუთარ ფეხბურთელებს დავეყრდნობით. გვყავს ტეილორ ჰარვუდ-ბელისი, ერიკ გარსია და ბიჭები აკადემიიდან. ესენი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები არიან და მათ ვენდობით".

"ვენსან კომპანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო. ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ მან "ანდერლეხტი" აირჩია. ჩვენ კი განვითარება გვჭირდება", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით