პოგბამ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

28-09-2019, 20:39

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოლ პოგბა მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში დატოვოს.

მოგეხსენებათ, რომ პოგბას არც ზაფხულში სურდა კლუბში დარჩენა, მაგრამ ოლე გუნარ სოლსკაიერი მას წამყვან როლს დაპირდა. "როჩდეილთან" კი პოგბას კაპიტნის სამკლავური არ მოარგეს, რამაც პოლის გაღიზიანება გამოიწვია და მიიჩნევს, რომ ნორვეგიელმა დაპირება არ შეასრულა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერი" პოგბასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2021 წელს იწურება, მაგრამ ამავდროულად მასთან შელევა 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა.

აქედან გამომდინარე ფეხბურთელის გაყიდვა ზამთარში მოუწევს, რადგან ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი წლით ადრე პოგბას შეუძლია სატრანსფერო ფასი თავად დააგდოს.

ფრანგ ნახევარმცველს ყველაზე აქტიურად მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით