რაჰიმ სტერლინგი: "კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ"

29-09-2019, 01:35

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, მერსესაიდული "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ასეთ დაძაბულ ორთაბრძოლებში ყოველთვის 3 ქულის მოპოვებას ვერ მოახერხებ, ზოგჯერ ბედი გიმტყუნებს, არ გაგიმართლებს და მატჩს იმედგაცრუებული დაამთავრებ."

"სწორედ ამის გამო, ახლა კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ და ყურადღება მხოლოდ ერთ რამეს, ტიტულის დაცვას მივაქციოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:3.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით