ნეიმარი "ბარსელონას" წინააღმდეგ საჩივარს გააუქმებს !

29-09-2019, 01:50

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს გააუქმებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შემტევმა ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიიღო, რადგანაც სურდა ესპანეთში დაბრუნების შანსი მაქსიმალურად გაეზარდა.

ცნობების მიხედვით, ე.წ. "ერთგულების ბონუსითა" და მასთან დაკავშირებული თანხით გამოწვეული დავა, ოფიციაურად 7 ოქტომბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი წყაროს თქმით, "ბლაუგრანამ" ნეიმარს მომავალი სეზონში შეძენის გარანტია უკვე მისცა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით