პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ულტიმატუმი წაუყენა !

29-09-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მის გუნდს ახალი ულტიმატუმი წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელმა დარჩენის სანაცვლოდ ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობას, ახალი კონტრაქტი და გაზრდილი ანაზღაურება მოსთხოვა.

ცნობების მიხედვით, განახლებული ხელშეკრულების შედეგად, პოგბას კვირეული ხელფასი 600 000 გირვანქას მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით