სიმეონე: "გამარჯვება არ დაგვიმსახურებია"

29-09-2019, 14:21

ესპანური პროიმერას მე-7 ტურის ეგიდით გამართული მადრიდული დერბის შემდეგ, "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"აშკარაა, რომ მატჩი არცერთი გუნდისთვის არ ყოფილა მარტივი. შეცდომები ორივე მხარემ დავუშვით და მოგებაც ვერცერთმა დავიმსახურეთ".

"თამაშის პირველ ნახევარში მეტოქე გვჯობდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გავათანაბრეთ. მომავალ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ",- განაცხადა დიეგომ.

შეფახსენებთ, მადრიდული კლუბები ერთმანეთს უგოლო ფრით დაუზავდნენ. "რეალი" 15 ქულით პირველ პოზიციას, ხოლო "ატლეტიკო" 14 ქულით მესამე ადგილს იკავებს.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით