სიმეონე რამოსის დასჯას ითხოვს

29-09-2019, 16:04

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ლა ლიგის მორიგ მატჩში,  მადრიდული დერბის მიმდინარეობისას "ატლეტიკოს" მთავარმა მწრთვნელმა დიეგო სიმეონემ მეტოქე გუნდის კაპიტნისათვის ყვითელი ბარათის ჩვენება მოითხოვა.


"სერხიო რამოსი მატჩის მსვლელობისას მსაჯს დედას აგინებდა, მან ეს გაიგონა, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია. ვითხოვე კიდეც მისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინათ, რაც არ დამიკმაყოფილეს ახლა კი, კატეგორიულად მოვითხოვ მის დასჯას", - განაცხადა სიმეონემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით