ლევანდოვსკის რეკორდული მაჩვენებელი

29-09-2019, 14:43

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა.

პოლონელმა 6 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო, რაც სარეკორდო აღმოჩნდა. აქამდე გერმანის ჩემპიონატის საწყის 6 დაპირისპირებაში ცხრა გოლი იუპ ჰაინკესს, გერდ მიულერს, პიტერ მაიერს და ლოთარ ემერიხს ჰქონდათ გატანილი.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ცხრა შეხვედრა ჩაატარა და თავი 12-ჯერ გამოიჩინა. რობერტმა სეზონის საწყის შეხვედრაში "დორტმუნდთან" წაგებულ სუპერთასის შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა მას შემდეგ 8 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და კარიერაში ყველაზე შედეგიანი სერია აქვს.

მომდევნო მატჩებს პოლონელი "ტოტენჰემთან" ჩემპიონტა ლიგაზე და "ჰოფენჰაიმთან" ბუნდესლიგაში ჩაატარებს და შედეგების გამოუჯობესების შანსი ექნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით