რატომ უთხრა მოურინიომ 5 კლუბს უარი და რომელ გუნდს ელოდება ის?

29-09-2019, 15:13

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო კვლავ "რეალის" თავკაცობაზე ოცნებობს, რის გამოც უკვე 5 კლუბი უარით გაისტუმრა.

მაისიდან სექტემბრამდე ჟოზემ უარი "მილანს", "მონაკოს", "ლილს", "შალკესა" და "ვოლფსბურგს" შეუთვალა.

ამავდროულად, როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, 56 წლის მწვრთნელი "პარი სენ-ჟერმენში", ტურინის "იუვენტუსსა"' და მიუნხენის "ბაიერნში" არსებულ სიტუაციას აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ მოურინიუ "რეალში" 2010-13 წლებში მუშაობდა. მისი ბოლო კლუბი კი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომლიდანაც ის 2018 წლის დეკემბერში გაუშვეს



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით