"ბარსელონა" ვილიანის უსასყიდლოდ დამატებას გეგმავს

29-09-2019, 14:44

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს ვილიანს მომდევნო წლის ზაფხულში დაიმატებს.

წყაროს ცნობით0, ფეხბურთელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ესპანელების მიზანია შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.

ბრაზილიელი "ჩელსიში" 2013 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა 298 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 52 გოლი და 53 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით