სარი: "ინტერის" თამაშებს არ ვუყურებ"

29-09-2019, 16:12

სერია ა-ს მორიგ ტურშ მილანის "ინტერი" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ტურინული კლუბის მთავარმა მწრთვნელმა მაურიციო სარიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"სიმართლე რომ გითხრათ, წელს ინტერის არცერთი თამაში არ მინახავს. ძირითადად, იმ გუნდებს შევისწავლით, ვის წინააღმდეგაც უახლოეს ტურში ვთამაშობთ ხოლმე".

"როგორც ვიცი, "ინტერი" საკმაოდ კარგად თამაშობს და ეს ლოგიკურია, რადგან მათ კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს სეზონი გასული სეზონებისგან განსხვავებული და დაბალანსებული იქნება", - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ "ინტერს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, "იუვენტუსი" კი 16 ქულით მეორე ადგილზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით