სოლსკიაერი: "რომი ერთ დღეში არ აშენებულა და მეტს ვერც მე შევძლებ"

29-09-2019, 16:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერიმ მედიის წარმომადგენლებთან  გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

"ცხადია, განვითარების გზებზე ბევრი წინაღობა გვხვდება  და არასდროს არ მითქვამს, რომ გუნდში არსებული სიტუაციის ბოლომდე გამოსწორება მალე იყო შესაძლებელი".

"არც რომი აშენებულა 1 დღეში  და წარმატებული გუნდის ასაშენებლადაც დრო გვჭირდება. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ".

"თუ თქვენ ვან ბისაკასა და ჯეიმსს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მას შემდეგ, რაც გუნდში მოვიდნენ, ძალიან კარგად გამოიყურებიან. არ გვეგონა, რომ ისინი ლიდერები იქნებოდნენ, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ ისინი გუნდში დიდხანს დარჩებიან", - განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით