"რეალს" მარსელო ჩემპიონთა ლიგაზეც დააკლდება

29-09-2019, 20:42

მადრიდის "რეალში" საკადრო პრობლემები კვლავ არ მთავრდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, გუნდის მარცხენა მცველი, მარსელო ტრავმირებულია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა და დიდი ალბათობით, ის ვერც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

გარდა ამისა, მადრიდულ დერბიში "სამეფო კლუბის" მაჯვენა ვინგერი, გარეთ ბეილიც დაშავდა და "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში მისი გამოჩენაც სათუოა.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ბრიუგეს" შორის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი სამშაბათს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით