მოურინიო მადრიდში დასაბრუნებლად მზადაა

29-09-2019, 20:46

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" დასაბრუნებლად მზადაა.

ბრიტანული გამოცემა Sunday Times-ის ინფორმაციით, 52 წლის სპეციალისტი ესპანეთის დედაქალაქიდან ზარს ელოდება და სწორედ ამ მიზეზით აცხადებს უარს სხვა კლუბების შემოთავაზებაზე.

მოგეხსენებათ, ამჟამად "სამეფო კლუბს" სათავეში ზინედინ ზიდანი უდგას, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დაბრუნდა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ პერესი ფრანგ სპეციალისტს უახლოეს მომავალში დაითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "სამეფო კლუბს" 2010-13 წლებში ედგა სათავეში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით