მადრიდული დერბის დროს კაზემიროს სახლი გაძარცვეს

29-09-2019, 20:51

გუშინ ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა გამართა, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკომ" თანაქალაქელ "რეალს" უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა.

მატჩის მიმდინარეობის დროს "სამეფო კლუბის" ბრაზილიელი ნახევარმცველის, კარლოს კაზემიროს სახლი გაძარცვეს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბინაში ფეხბურთელის მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ.

საბედნიეროდ, კაზემიროს ოჯახის წევრების ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია. სახლიდან მხოლოდ გარკვეული სახის ძვირფასეულობა წაიღეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით