დემბელე კვლავ ტრავმირებულია

29-09-2019, 20:59

კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი გარემარბი, ოსმან დემბელე კვლავ დაზიანებულია.

ახალგაზრდა ვინგერი პაუზის შემდგომ შუა კვირაში, ლა ლიგის ტურში, "ვილიარეალთან" დაპირისპირებაში გამოჩნდა, თუმცა, კვლავ ტრავმა მიიღო.

ესპანური გრანდის ოფიციალური საიტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთი დაუზიანდა და "ხეტაფესთან" მატჩიც სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება დემბელე. დიდი ალბათობით, მას სანაკრებო პაუზამდე მოუწევს უქმობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით