"ინტერი" ლეონარდო პარედესის ტრანსფერს უახლოვდება !

30-09-2019, 01:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, იტალიელ სპეციალისტს, ანტონიო კონტეს, გუნდის გაძლიერების პროცესი ჯერაც არ დაუსრულებია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლად დანიშნულმა თავკაცმა თვალი ბოლო დროს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელ ნახევარმცველს, ლეონარდო პარედესს დაადგა.

ცნობების მიხედვით, 25 წლის შუახაზელი "პსჟ-დან" წასვლაზე, სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, უკვე დიდი ხანია ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჩელსის" ვარსკვლავი: "ქართველმა აღიარა, რომ ჩემთან მართალი არ იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით