ერნესტო ვალვერდე: "ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადების მიხედვით არ ვარჩევ"

30-09-2019, 01:38

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, ძირითადი 11-ეულის შერჩევაზე საუბრობს:

"სიმართლე გითხრათ, მოთამაშეების ფიზიკური მომზადების დონეს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ, რადგანაც უმთავრესი, თამაშის სურვილი, მონდომება და ტექნიკაა."

"ფეხბურთელი ფორმაში ვერასდროს შევა, თუ მას ამისთვის საკმარისი შანსი არ მიეცემა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ამჟამად ლა ლიგის ცხრილში, მე-4 ადგილს იკავებს 13 ქულით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით