ოლე გუნარ სოლსკიაერი: "რა აზრი აქვს იმ ფეხბურთელების თამაშს, რომლებსაც აქ ყოფნა არ სურთ"

30-09-2019, 01:48

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობს:

"მეცნიერი არ უნდა იყო იმის მისახვედრად, რომ მოთამაშე, რომელსაც იანვარში გადავიბირებთ, თავდამსხმელი იქნება, ვინაიდანაც ახლა ყველაზე მეტად, შეტევაში კრეატიულობა და გოლები გვაკლია."

"დიახ, ასეთი ფეხბურთელი გვყავდა რომელუ ლუკაკუს სახით, თუმცა მას აქ ყოფნა აღარ სურდა, ამიტომაც რა აზრი აქვს იმათ თამაშს, ვისაც "იუნაიტედში" ასპარეზობა აღარ უნდათ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-11 ადგილს იკავებს 8 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით