"ტოტენჰემმა" მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელას მიაგნო !

30-09-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემმა", მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელას მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელთა ხელმძღვანელობა ბოლო დროს ინგლისის ნაკრების თავკაცთან, გარეთ საუთგეიტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ცნობების მიხედვით, არგენტინელის წასვლის შემთხვევაში, ინგლისელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემის" გაწვრთნაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში ჩადგომას უწინასწარმეტყველებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით