რიბერის გოლი და "სან სიროს" პუბლიკა

30-09-2019, 13:33

გუშინ გამართულ ტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში "ფიორენტინამ" "მილანი", ანგარიშთ 3:1  დაამარცხა.

ლომბარდიელთა კარში ერთი გოლი ფრანკ რიბერიმ გაიტანა, რომელიც  89-ე წუთზე შეცვალეს და "სან სიროზე" შეკრებილი ადგილობრივი პუბლიკა ფეხზე წამოუდგა, ტაშით გააცილეს

ნამატჩევს ფრანკი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"მოხუცი ვარ? დიახ, მაგრამ მოედანზე ახალგაზრდა ვარ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ყოველთვის მშიერი ვარ და სასიამოვნოა იმ გუნდში თამაში, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შედგება".

"მილანის" გულშემატკივრების აპლოდსიმენტები? აქ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. "მილანისთვის" ახლა რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენც დიდი შეხვედრა ჩავატარეთ და ბედნიერები ვართ".

შეგახსენებთ, რომ რიბერი "ფიორენტინას" ზაფხულში შეუერთდა და "იების" მაისურით 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით