ტარინო ვესტი: "მაფიამ მაიძულა "მილანი" დამეტოვებინა, რადგან შავკანიანი ვიყავი"

30-09-2019, 14:04

ცნობილმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა ტარიბო ვესტმა მედიის წარმომადგენლებთან "მილანის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ეს ინფორმაცია ნამდვილად სკანდალური აღმოჩნა, რრანგან ტარიბომ განაცხადა, რრომ იტალიური "მილანიდან" მაფიამ გაუშვა.

ნიგერიელი ფეხბურთელის თქმით, მათ არ სურდათ, რომ "როსონერიში" აფრიკელ ფეხბურთელს ეთამაშა.

"მაფიამ ყველაფერი გააკეთა, რომ "მილანი" დამეტოვებინა. მათ არ სურდათ, რომ იქ მეთამაშა, რადგან აფრიკელი ვიყავი".

"პრესაში ყალბი ამბავი დაბეჭდეს, ექიმები მოისყიდეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრავმა მქონდა, მაგრამ ეს სიცრუე იყო. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ აფრიკელ მცველს შეეძლო ადგილი დაეკავებინა სამ საუკეთესო მცველს შორის".

შეგახსენებთ, ტარიო ვესტი "მილანში" 2000 წელს "ინტერიდან" გადავიდა და 4 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. 2001 წლის ზამთარში კი "დერბი ქაუნთიში" იჯარით გადავიდა და იტალიაში აღარ დაბრუნებულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით