მარიო მანჯუკიჩი პრემიერ ლიგაში?

30-09-2019, 21:44

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ხორვატი ფორვარდი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიო მანჯუკიჩის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

როგორც ცნობილია, წითლები ხორვატს ზამთარში უფასოდ დაიმატებენ, რადგან დიდი ალბათობით "იუვენტუსი" მასს სახელაფესო ჭერის შემცირების მიზნით სწორედ უფასოდ გაუშვებს

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სეზონში ხოვარტს სათამაშო დრო არ ეძლევა და რაც უფრო რეალურს ხდის მისი კლუბიდან წასვლის საკითხს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "იუვენტუსის" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო სადაც თავი 10 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით