რუსული გუნდის მწვრთნელი: "კვარაცხელიას გამოცდილების მიღება სჭირდება"

30-09-2019, 23:38

ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი, ედუარდო დოკამპო ქართველებზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

"უკვე შემაწუხებელია, როდესაც კითხვები მხოლოდ და მხოლოდ მათ შესახებ მოდის, თითქოს, სხვა მოთამაშეები არ გვყავდეს."

"დავითაშვილი ძირითადი შემადგენლობიდან ტრავმის გამო ამოვარდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მას გამოცდილების მიღება სჭირდება."

"მსურს, რომ ეს ფეხბურთელები გუნდში დიდხანს დარჩნენ, რადგან, მათ საკმაოდ დიდი ნიჭი აქვთ. თუმცა, თუ არ გავუფრთხილდებით, მაშინ ისინი დაიკარგებიან." - აცხადებს დიკამპო.

შეგახსენებთ, რომ ყაზანელთა რიგებში ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის გარდა აგრეთვე ბექა მიქელთაძეც ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით