ედენ აზარს "რეალის" გასახდელში გუნდის ლიდერად არ განიხილავენ !

1-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ბელგიელ ახალწვეულსა და ვარსკვლავს, ედენ აზარს, მის ახალ გუნდში პრობლემები აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის თავდამსხმელს გასახდელში ლიდერად არ განიხილავენ, რაც მოედანზე ასპარეზობის დროსაც მკაფიოდ გამოიხატება.

ცნობების მიხედვით, მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ვითარების გამოსწორებაზე უკვე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი "ლოს ბლანკოსის" რიგებში, ლონდონის "ჩელსიდან" 130 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით