ანსუ ფატი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას !

1-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" გვინეა-ბისაეული თავდამსხმელი, ანსუ ფატი, ესპანეთის ნაკრების განაცხადში შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი, ნოემბერში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობების მიხედვით, ფატის შემადგენლობაში მოხვედრაზე, პირადად მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდ მორენომ იზრუნა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ ესპანეთის პასპორტი 1 კვირის წინ მიიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით