კავანი "პარი სენ-ჟერმენს" ტოვებს

1-10-2019, 13:29

L'equipe-ს ინფორმაციით, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ შესაძლოა, გუნდი ზაფხულში დატოვოს.

როგორც მოგეხსენებათ, კავანის პარიზულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება. არ არის გამორიცხული, ურუგვაელი დევიდ ბექჰემის გუნდს, "ინტერ მაიამის", შეუერთდეს.

32 წლის თავდამსხმელი "პსჟ"-ს 2013 წელს "ნაპოლიდან" შეუერთდა. მას შემდეგ მან ფრანგული გუნდის მაისურით 283 მატჩი ჩაატარა, 195 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით