ჩონგი ჰოლანდიური გუნდის რადარზეა

1-10-2019, 13:58

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევის, ტაჰიტ ჩონგის, დამატება ჰოლანდიურ კლუბს სურს.

"პსვ" 19 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანას გეგმავს.

ჩონგი ოლე გუნარ სოლსკიაერმა პირველ გუნდში გადაიყვანა, თუმცა მას არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, ის ჰოლანდიურ გუნდში გადავიდეს.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წელს ფეინოორდის 17 წლამდელთა გუნდიდან გადავიდა. "წითელი ეშმაკების" ძირითად გუნდში ჩონგს 7 მატჩი აქვს ჩატარებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით