სილვა: "ტრიბუნებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ"

1-10-2019, 14:21

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "გალათასარაი "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის შესახებ ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ "გალათასარაისთან" გასამართი მატჩის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"შეიძლება ითქვას, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა ჩვენ უკვე ორი მატჩი დავთმეთ. პირადად მე მშვიდად ვარ, რადგან ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ვიცი. მოტივაცია ყოველთვის მაღალი გვაქვს".

"დარწმუნებული ვარ, "გალათასარაისთან" შეხვედრაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება, მაგრამ ტრიბუნებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ".

"გუნდი ედინსონ კავანის დაბრუნებას ელის, ის ძალიან გვაკლია. მჯერა, რომ როცა ურუგვაელი დაბრუნდება უკეთ ავთამაშდებით", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით