"ბარსელონას" მთავარი სამიზნე რუისი იქნება

1-10-2019, 15:33

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, ამისათვის კი ერთ-ერთი სამიზნე უკვე შერჩეულია.

კატალონიური გრანდი ფაბიან რუისით ინტერესდება, ხოლო თავის მხრივ "ნაპოლიც" მზადაა ესპანელი "ბარსელონაში" გაუშვას.

გავრცელებული ინფორმაციით, ამისათვის კატალონიურ გრანდს 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რუისი ნეაპოლურ კლუბში 2018 წლის ზაფხულში, "ბეტისიდან" შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით